"ჩვენ ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ" - ტენ ჰაგის ვრცელი ინტერვიუ

რალფ რანგნიკის წასვლის შემდეგ, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ჰყავს, რომელსაც რამდენიმე დღეში ოფიციალურად  წარადგენენ მთავარი  მწვრთნელის პოსტზე. ნიდერლანდელმა კი პირველი ინტერვიუ ჩაწერა MUTV-სთან, სადაც განაცხადა:


1. პირველი კითხვა იყო იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს ერიკი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნით:


"მე ვიტყოდი, რომ ეს ამაღელვებელია. მე მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას, ამ დიდი ისტორიის მქონე კლუბში და ჩვენ გვსურს მისი აღდგენა და გვსურს, რომ დავაბრუნოთ იგი იქ, სადაც ყოფნას იმსახურებს. კლუბში არსებული მდგომარეობა აშკარად არ არის კარგი. ეს დიდი გამოწვევაა. მე მინდა ავაშენო გუნდი, რომელიც ერთიანია და გუნდი, რომელიც მიიღებს სასურველ შედეგს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ფანტასტიკური ფეხბურთის თამაში. თუ ფანტასტიკურ ფეხბურთს ვერ ვითამაშებს, თამაშები მაინც უნდა მოვიგოთ."



2. კითხვაზე, გადმოიტანს თუ არა ის "აიაქსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის ისეთ სტილს, როგორსაც ნიდერლანდულ კლუბში იყენებდა:


"რათქმაუნდა, მაგრამ გუნდები ერთმანეთს არ უნდა შეადარო. როგორც აიაქსში ვთამაშობდი დომინანტურს ფეხბურთს - ასე მინდა ვიმოქმედო იუნაიტედშიც. თუმცა, მთავარი მაინც არის ხარისხი, ამიტომ ფეხბურთელი გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ შემტევი გუნდი უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა მივმართოთ პრესინგს , ტოტალურად მაღალ პრესინგს.

 ჩემს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნები მაქვს. მე ველოდები, რომ ისინი 100% დაიხარჯებიან. ისინი უნდა იყვნენ ერთიანნი, შექმნან გუნდი და ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მეტოქეებს. ბევრ რამეს ვითხოვ საკუთარი თავისგან და ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგანაც.  ჩვენ საუკეთესოები უნდა ვიყოთ. " - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა. 



3. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს მუშაობას რამდენიმე თვის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის  რანგში, ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა:


"პირველ რიგში ჩვენ გვაქვს შესვენება. წინასასეზონო მზადებას დავიწყებთ 27 ივნისს. გარკვეულ პოზიციაზე გვსურს გაძლიერება, თუმცა როგორც ვთქვი, ერთი წლის წინ, ეს გუნდი  მეორე ადგილზე იყო პრემიერ-ლიგაში, ამიტომ არის პოტენციალი და მე ნამდვილად ველი გუნდთან თანამშრომლობას." 


4. იყო თუ არა მისი ოცნება პრემიერ-ლიგის გუნდის გაწვრთნა:


"მე მეოცნებე არ ვარ. დღით ვცხოვრობ. მაქსიმუმს ვაძლევს საკუთარ თავს და გადაწყვეტილებებს სიცხადისა და ლოგიკის საფუძველზე ვიღებ. ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და სანდო ხალხი გარშემო. როცა ყველაფერს გავცემთ, რაც გვაქვს, მაშინ მივაღწევთ წარმატებას. იცხოვრე დღით და ფოკუსირდი ტიტულებზე  და ნუ იოცნებებ სხვა რამეებზე, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. :"



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis