"იუნაიტედს" პაუ ტორესის შეძენა სურს - გუნდი მზად არის ფეხბურთელს სასურველი შეთავაზება გაუკეთოს


"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს "ვილიარეალის" ვარკვლავის პაუ ტორესის შეძენა სურს. გუნდი მზად არის ფეხბურთელს სასურველი შეთავაზება გაუკეთოს, როგორც ამას სანდო გამოცემა Marca იტყობინება.


ნიდერლანდელს სურს ისეთი მცველი, რომელიც ბურთთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. სწორედ 25 წლის ესპანელი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ამის გამო ფეხბურთელი 52 წლის სპეციალისტის გეგმებში იდეალურად ჩაჯდება. აქედან გამომდინარე, ინგლისური გრანდი მზად არის მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს ესპანურ გუნდს. წყარო ასევე სძენს, რომ ფეხბურთელის აგენტები მანუელ ტარაგა ვალერო და ვისენტე ფორეს კორნეხო ამ კვირას გეგმავენ ინგლისში გამგზავნებას, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის დეტალებზე მოსალაპარაკებლად.


პაუ ტორესი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა, ესპანურმა გუნდმა უნდა მოაგროვოს სახსრები ბიუჯეტის დასაბალანსებლად და თუ ფეხბურთელი 50 მილიონი ფუნტის ფარგლებში გაიყიდება, ეს კლუბის ბიუჯეტისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis