BBC: "ვესთ ჰემი" ჯესი ლინგარდის უფასოდ დამატებას განიხილავს

24-05-2022, 21:06 badri
0 manchester
BBC:  "ვესთ ჰემი" ჯესი ლინგარდის უფასოდ დამატებას განიხილავს

ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი კი ინგლისელი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ ევროპულ გუნდს სურს. 


თუმცა, მისით ყველაზე მეტად "ვესთ ჰემ იუნაიტედი" არის დაინტერესებული, რომელიც ზაფხულში 29 წლის ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას შეეცდება, როგორც ამას სანდო წყაროს BBC-ის ჟურნალისტი საიმონ სტოული ციტირებს. 


ინგლისელმა გასულ სეზონში სულ 21 მატჩი ჩაატარა "წითლების" მაისურით და 2 გოლის გატანა მოახერხა. ჯესიმ 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით ლონდონურ კლუბში გაატარა, სადაც 16 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხივალთ მომავალ სეზონში ფეხბურთელს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები