პოგბა "იუვენტუსში" გადაწყვეტილია - როდის უნდა დაველოდოთ გაოფიციალურებას?

25-05-2022, 18:03 badri
0 manchester
პოგბა "იუვენტუსში" გადაწყვეტილია - როდის უნდა დაველოდოთ გაოფიციალურებას?

ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დატოვებს, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს.


იტალიელები თვის ბოლომდე გეგმავენ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას, როგორც ამას სანდო წყარო Gazzetta dello Sport-ი იტყობინება. სერია A-ს გიგანტები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო შესთავაზონ.


ვარაუდობენ, რომ პოლს სურს ერიკ ტენ ჰაგთან საუბარი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა როგორც წყარო სძენს მისი ოლდ ტრაფორდიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურებულია. 

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები