ერიკ ტენ ჰეგმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ერიკი თავის თანამდებობაზე 2022 წლის აპრილში დაინიშნა და კლუბს მოაგებინა 2 ტიტული, მოიგო ლიგის თასი 2023 წელს და FA თასი 2024 წელს.
“ჩვენ მადლობელი ვართ ერიკის ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენთან ერთად ყოფნის დროს და ვუსურვებთ ყველაფერს საუკეთესოს მომავალში”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.