ფულჰემის მეკარე ბერნდ ლენო ხვალინდელი მატჩის შესახებ

ფულჰემის მეკარე ბერნდ ლენო მანჩესტერ იუნაიტედთან მოახლოებული მატჩის შესახებ, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგის ახალ სეზონს გახსნის.

„ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული თამაში, მას მთელი მსოფლიო უყურებს! – ციტირებს ფულემის ოფიციალურ ვებსაიტი. – “ოლდ ტრაფორდი” განსაკუთრებული სტადიონია, ჩვენთვის დიდი მატჩია მაგრამ იქ ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ ვფიქრობ ასეთ სცენაზე ყოფნა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

„იუნაიტედს ჰყავს განსაკუთრებული ხარისხის გუნდი! ვფიქრობ ეს ყველამ დაინახა ინგლისის თასის ფინალში როდესაც მათ დაამარცხეს სიტი და სიტი ალბათ საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ყველა დაამარცხოს. ასე რომ პარასკევს შეიძლება ველოდოთ რომ ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი გამოვა.

“რა თქმა უნდა, მათ სურთ მოიგონ სეზონის პირველი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” და კარგად დაიწყონ ახალი კამპანია. მაგრამ ჩვენ ასევე მოვემზადებით ამ შეხვედრისთვის და ვეცდებით სარგებელის მიღებას ამ თამაშში“.

1 Comment

Leave a comment