„სპორტინგი ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. შემდეგ საშინაო მატჩში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, წავაგებთ თუ მოვიგებთ, მე მაინც მოედანზე დავრჩები და ვნახავ რა ემოციას გამოხატავენ გულშემატკივრები ჩემ მიმართ. მათ სიბრაზეს გავიგებ, მაგრამ ჩვენ სვლას განვაგრძობთ, რადგან დრო ყველაფრის მკურნალია. იუნაიტედს ვკითხე შეიძლებოდა თუ არა, რომ სეზონის ბოლოს გადავსულიყავი მათთან. მე სწორედ ასე მინდოდა, რომ მომხდარიყო. იუნაიტედმა უარი მითხრა. მათ მითხრეს – „ან ახლა ან არასდროს”. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. სწორედ ასეთ კონტექსტში (ცუდ ფორმაში მყოფი იუნაიტედი) მინდოდა, რომ იუნაიტედი ჩამებარებინა და საქმე ჩემი მეთოდებით შემომეტრიალებინა”.
„სეზონის დასაწყისში სპორტინგის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ამ სეზონში რაც არ უნდა მომხდარიყო ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნებოდა ამ გუნდში. სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ მანჩესტერი გამოჩნდა და ჩემი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. პრეზიდენტთან ამის შესახებ არასდროს არ მიკამათია”.
„ხალხი იტყვის, რომ იუნაიტედში ფულის გამო გადავდივარ. ასე არ არის. მქონდა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც, რომლებიც იუნაიტედზე 3-ჯერ მეტს იხდიდნენ და მე უარი ვუთხარი. მე მხოლოდ მანჩესტერში მინდოდა გადასვლა”.
„არ არსებობს სპორტინგის ფანი, რომელსაც ჩემზე მეტად ენდომებოდა ამ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩენა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო”.
კითხვა იყო რატომ შეუძლია მას იუნაიტედი დააბრუნოს ისევ მწვერვალებზე, როდესაც ფერგის შემდეგ ამდენი მწვრთნელი ჩაფლავდა: „მესმის რატომაც მისვამთ ამ კითხვას, მაგრამ ამაღამ მინდა ეს პროცესი სპორტინგუისტებს ავუხსნა. ასეთი კითხვებისთვის დრო 11 ნოემბერსაც გვექნება”.
„ჩემს სამწვრთნელო სტაფს მანჩესტერ იუნაიტედში თან წავიყვან. ჩვენ კასა პიადან მოყოლებული ერთად ვართ. ისინი ჩემი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი პირები არიან”.
„იანვარში არცერთ სპორტინგის ფეხბურთელს არ შევიძენ. ეს წლები სპორტინგში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ყველამ იცის როგორ მიყვარდა აქ ყოფნა. მაგრამ ეს მატჩი ჯერჯერობით ბოლო არ არის”.
„ეს იყო არაჩვეულებრივად მიმზიდველი გამოწვევა, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი”.
„მე მხოლოდ 3 დღე მქონდა გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა”.