ამორიმის პრესკონფერენცია ტოტენჰემთან მატჩის წინ

რუბენ ამორიმმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ტოტენჰემთან ლიგის თასის მოახლოებული მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე:

გინდათ რომ შეინარჩუნო რაშფორდი?

  • აქ ყველაფერი მარტივია, მარკუსთან ერთად გუნდურად უკეთ ვთამაშობთ. ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა რამეს გვინდა მივიყვანოთ ისევ იმ დონემდე როგორიც წარსულში იყო. ჩვენს მსგავს კლუბს დიდი ნიჭი სჭირდება, ის კი დიდი ნიჭია, მაგრამ მაქსიმუმს უნდა მიაღწიოს და ამისთვის თავდაუზოგავად უნდა იმუშავოს. მე უბრალოდ მინდა დავეხმარო მარკუსს.

რაშფორდი და გარნაჩო ეხლაც არ ითამაშებენ? თუ შეიძლება ითამაშონ?

  • კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს და წესი ყველასთვის საერთოა – თუ ვარჯიშზე თავს კარგად გამოიჩენენ, შემადგენლობის არჩევისას ამას გავითვალისწინებ. ვნახოთ რა იქნება ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ველოდები მათ რეაქციას ვარჯიშზე.

როგორ ფიქრობთ სჭირდება რაშფორდს ახალი გამოწვევა?

  • ვფიქრობ, ახალი გამოწვევა სწორია, ზუსტად ეხლა აქ ახალი გამოწვევაც გვაქვს და თან ძალიან რთული. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ფეხბურთში, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი უდიდესი კლუბი მსოფლიოში, რომელიც დიდი ხანია მძიმე მდგომარეობაშია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ამ გამოწვევისთვის.

ესაუბრეთ რაშფორდს?

  • არა, ჯერ არა, გუშინ ბიჭებს დასვენების დღე მივეცი. მაგრამ ის რჩება ჩვენს მოთამაშედ და მზად არის შემდეგი მატჩისთვის. ბევრ ბიჭს ვესაუბრები ინდივიდუალურად, ვარჯიშის დროსაც. მსურს მარკუსისგან როგორც ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მივიღო, ამიტომ არ მაინტერესებს სხვა არაფერი, მე მაინტერესებს აწმყო. მსურს თითოეული ჩვენი ბიჭისგან საუკეთესო ვერსია მივიღო – ეს არის მთავარი. მინდა გავიმარჯვო და დავეხმარო გუნდს უკეთესი გახდეს.

იმოქმედებს თუ არა რაშფორდის ინტერვიუ გასახდელში ატმოსფეროზე?

  • იცით, მოთამაშეებისთვის ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე გგონიათ. თითოეული მოთამაშე ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე რაც თავად უნდა გააკეთოს. მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი რომ ამ მხრივ ცოტა ეგოისტები არიან, რადგან საკუთარ თავზე და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის მიზანზე არიან ორიენტირებულები. არა მგონია რომ ინტერვიუებმა გუნდზე გავლენა მოახდინოს.

თუ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს, ის მაინც ითამაშებს?

  • თქვენ ახლა მომავალზე საუბრობთ, მაგრამ ჩემი მიზანია რომ ყველა ფეხბურთელი იყოს საუკეთესო ფორმაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ “თუ, თუ, თუ”… ჩვენს მსგავს კლუბებში “თუ” არ არის ჩვენი სტილი, ეხლა ყველა ველოდებით ტოტენჰემთან მატჩს და ჩვენ ამ თამაშზე ვართ ორიენტირებულები.

Leave a comment