Manchester UnitedChelsea
1 - 1Full Time |
Recap
მანჩესტერ იუნაიტედი
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, რუდ ვან ნისტელროის პრემიერ ლიგაში გუნდის სათავეში პირველ მატჩში რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს – წითელ ეშმაკებშს დიდი რაოდენობით დაშავებულები ჰყავთ ფეხბურთელები, დიდი ლაზარეთს კრისტიან ერიქსენიც დაემატა, თუმცა არის იმედი რომ ის მოასწრებს გამოჯანმრთელებას. კლუბს უკვე 7 ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული.
დისკვალიფიკაცია: არანაირი.
დაშავებულები: მალასია (მუხლი), შოუ (კუნთი), იორო (ფეხი), მაინუ, მაგუაირი (ორივე ბარძაყი), მაუნტი (უცნობია).
საეჭვო: ერიქსენი (ტრავმის ტიპი უცნობია).
პერსონალური შეხვედრები
ყველა ტურნირზე მეტოქეებმა ერთმანეთთან 195 მატჩი ჩაატარეს. იუნაიტედმა 80 მატჩი მოიგო, ჩელსიმ 55 მატჩი მოიგო და 60 თამაში ფრედ დასრულდა.
იუნაიტედი დაუმარცხებელია ბოლო 11 საშინაო მატჩში ჩელსისთან (+5=6) და დრეს ეცდება ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვოს ლურჯებთან ოლდ ტრაფორდზე, თუ ეს ასე მოხდა იქნება პირველად 1957 წლის იანვრის შემდეგ.
ლურჯების ბოლო გასვლითი გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე 2013 წლის 5 მაისს მოხდა, როდესაც ხუან მატამ ჩელსის რიგებში ერთადერთი გოლი გაიტანა.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს აპრილში შეხვდნენ და ჩელსიმ 4-3 გაიმარჯვა სტემფორდ ბრიჯზე. ბოლოს როდესაც ლურჯებმა სამი მატჩი ზედიზედ მოუგეს ნიუნაიტედს იყო 2011 წლის მარტში (სამმატჩიანი სერია).
ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედთან ყველაზე მეტჯერ ითამაშა ფრე (60) ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან. შესაბამისად, იუნაიტედისა და ჩელსის დაპირისპირება პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ფრიანი მატჩია, გუნდების წინა 64 შეხვედრიდან 26 ფრედ დასრულდა.
ჩელსის პრემიერ ლიგის 6 წინა გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე, ექვსი განსხვავებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოხდა: გლენ ჰოდლი, რუდ გულიტი, კლაუდიო რანიერი, ჟოზე მოურინიო, რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი.
Details
Date | Time | League | Season | Match Day | Full Time |
---|---|---|---|---|---|
November 3, 2024 | 5:30 pm | Premier League | 2024 | 03/11/2024 | 90' |
Results
Club | 1st Half | 2nd Half | Goals |
---|---|---|---|
Manchester United | 0 | 1 | 1 |
Chelsea | 0 | 1 | 1 |