სულშერი იუნაიტედში ბრუნდება?

Manchester Evening News-ი წერს რომ მანჩესტერ იუნაიტედი არ გამორიცხავს ოლე გუნარ სოლსკიაერის დაბრუნების შესაძლებლობას, იუნაიტედს სავარაუდოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება იმ კანდიდატებიდან, რომლებიც ამჟამად დაუსაქმებელია.

კლუბი ერიკ ტენ ჰაგს 17 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის კომპენსაციის სახით და ვეღარ შეძლებს დიდი ხელფასის გადახდას ახალი მწვრთნელისთვის, რომელიც რომელიმე კლუბში ან ეროვნულ გუნდშია დასაქმებული.

გაურკვეველია განიხილება თუ არა სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გრძელვადიან ვარიანტად თუ სამწვრთნელო შტაბის წევრად.

Leave a comment