ალეხანდრო გარნაჩო კლუბთან კონტრაქტის განახლების შესახებ

ალეხანდრო გარნაჩო კლუბთან კონტრაქტის განახლების შესახებ

„ეს დიდი მოვლენაა ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის. ამისთვის ბევრი ვიშრომე.

უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო მენეჯერს რომ მომცა საკუთარი თავის დამტკიცების საშუალება. და, რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი, ასევე აკადემიის მწვრთნელები, რომლებიც მეხმარებოდნენ. მათი მხარდაჭერის გარეშე მე ამას ვერ მივაღწევდი.

ჩემთვის პოზიტიური სეზონი იყო. პირველი გოლები გავიტანე, გუნდთან ერთად პირველი თასი მოვიგე. ეს იყო განსაკუთრებული წელი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი.

მინდა მადლობა გადავუხადო მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივარს ამ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. როცა მესმის ჩემი სახელის ხმა სტადიონზე მატჩის მსვლელობისას, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. და მინდა ვუთხრა მათ რომ ყოველდღე გავცემ 100%-ს და გავახარებ გულშემატკივრებს“.

Leave a comment