ამადი: „აქ უფრო მეტი რწმენითა და სურვილით მოვედი იჯარიდან რომ დავეხმარო გუნდს და მინდა გავაგრძელო განვითარება. ყოველთვის როცა მწვრთნელი მსვამს განაცხადში ან მიშვებს მოედანზე ყოველთვის მინდა მაქსიმუმი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად. ვფიქრობდი რომ ბოლო 10 ან 15 წუთს ვითამაშებდი ფორესტის წინააღმდეგ რადგან ტრავმისგან ახალი დაბრუნებული ვიყავი და არ ვიყავი მზად 90-ის სათამაშოდ და ის ფაქტი რომ ტენ ჰაგმა მომიყვანა ნიშნავს რომ მენეჯერი მენდობა. ძალიან გამიხარდა იმ მატჩში თამაში.თენ ჰეგი არის ადამიანი რომელსაც სურს რომ ვიმუშავოთ თავდაუზოგავად ვარჯიშზე, როცა ნელა მოძრაობ ის მყისიერად ამჩნევს და გეუბნება დაუჩქარე, მომწონს მწვრთნელები რომლებიც გვაძლევს მოტივაციას თავზაუდოგავად ვივარჯიშოთ.ოლდ ტრაფორდზე თამაში ყველა ბავშვის და ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, განსაკუთრებით ჩემთვის. დავიბადე აფრიკაში და ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი ოლდ ტრაფორდს. ახლა კი ამ მოედანზე ვთამაშობ და ეს მართლაც განსაკუთრებული შეგრძნებაა.”