არსენალთამ მატჩის წინ ჰოილუნდმა კომენტარი გააკეთა

რასმუს ჰოილუნის განცხადება “არსენალთან” მატჩის შესახებ FA თასზე:

რასმუს ჰოილუნმა “არსენალთან” მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რომ ეს რთული გამოცდა იქნება, განსაკუთრებით სტუმრად თამაშის პირობებში. მისი თქმით, გუნდი მაქსიმალურად მოინდომებს და ეცდება წარმატება გაიმეოროს.

ჰოილუნმა “ემირეიტსზე” თამაშს განსაკუთრებული ადგილი უწოდა, რადგან ეს სტადიონი მისთვის სიმბოლურია – იქ შედგა მისი დებიუტი. მან აღნიშნა, რომ “არსენალი” ძლიერი გუნდია და ასეთი მატჩები განსაკუთრებულია მისთვის.

გუნდის წინაშე მდგომ გამოწვევებზე საუბრისას ჰოილუნმა აღნიშნა რომ ყურადღება უნდა მიექცეს სტანდარტულ მდგომარეობებს, რადგან “არსენალი” ამ კომპონენტში ძალიან ძლიერია და წინა შეხვედრაში ორი გოლიც ასე გაიტანა. მან ხაზი გაუსვა გუნდის ფოკუსირებას და იმას რომ ყველა მოთამაშე სრულად ასრულებს მთავარი მწვრთნელის მითითებებს, რაც წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია.

მხარდაჭერის მნიშვნელობაზე:

ჰოილუნმა გამოხატა მადლიერება გულშემატკივრების მიმართ და ხაზი გაუსვა მათ როლს როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებში. მისი თქმით, “ემირეიტსზე” თამაში განსაკუთრებული იქნება, რადგან იქაც “არსენალის” ბევრი გულშემატკივარი იქნება, თუმცა “იუნაიტედის” საგარეო გულშემატკივრებიც განსაკუთრებულად გამოჩნდებიან.

ჰოილუნმა დაამატა რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ყოფნა დიდ გავლენას ახდენს მოთამაშეებზე, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

Leave a comment