ახალგაზრდა ვუნდერკინდმა გაბრიელე ბიანკერმა ოპერაცია გაიკეთა

გაბრიელე ბიანკერიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ხელი დაუზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ჩანს, 18 წლის უელსელმა ფორვარდმა ტრავმა მიიღო გერმანიაში გამართული Mercedes-Benz-ის ახალგაზრდული თასის დროს, სადაც მონაწილეობდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 19-წლამდელთა გუნდი.
ბიანკერიმ ამ ამხანაგურ ტურნირზე რამდენიმე გოლის გატანა მოახერხა, რომელიც 12 იანვარს დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ბიანკერიმ აკადემიის გუნდებში 17 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment