“მანჩესტერ იუნაიტედი” დღეს ამ სეზონის ბოლო შეხვედრას გამართავს “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ. ეს ასევე ბოლო მატჩი იქნება დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის რალფ რანგნიკისთვის, რომელსაც ინგლისურ გრანდში მომდევნო სეზონში ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.
როგორც წყარო Dailly Maill იტყობინება “წითელი ეშმაკები” უახლოეს 48 საათში ნიდერლანდელს ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგენენ. 52 წლის სპეციალისტი უკვე ინგლისშია და ბოლო სამი დღის განმავლობაში ზაფხულის სატრასფერო საქმეებს განიხილავდა.
ერიკთან ერთად ოლდ ტრაფორდზე ვან დერ გაგიც იმუშავებს, რომელიც მისი ასისტენტი იქნება. რამდენიმე დღეში კი მათ გამოცდილი სტივ მაკლარენი შეუერთდება, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო (1999-2001) წლებში.