გუნდი ტრანსფერს ვერ ანხორციელებს – ოლდ ტრაფორდზე გადასვლა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა იუარა

“მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის, მალკომ ობივეის გადაბირებით, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
თუმცა, როგორც იტალიელი წერს, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდში გადასვლაზე უარი განაცხადა და ის კარიერას დიდი ალბათობით “კრისტალ პალასში” გააგრძელებს.
18 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ამ კვირას გაივლის და “არწივებთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
“წითელი ეშმაკები” კი მოლაპარაკებებს ენტონისთან და ფრენკი დე იონგთან აწარმოებენ, თუმცა ჯერ კლუბმა ვერცერთ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

Leave a comment