გუნდს ფეხბურთელები დაუბრუნდნენ – მზადება ბოლო მატჩისთვის

“მანჩესტერ იუნაიტედი” კვირას თავის 2021/22 წლების ბოლო პრემიერ-ლიგურ მატჩს გამართავს “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება. 
რამდენიმე დღით ადრე კი გუნდს ჯეიდონ სანჩო, მარკუს რეშფორდი და ლუკ შო დაუბრუნდნენ. მათ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს და დიდი ალბათობით ისინი “არწივების” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.
ამ მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს რალფ რანგნიკი დატოვებს, რომელიც კონსულტანტის როლს მოირგებს. მას კი ზაფხულში უკვე ოფიციალურად ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.

Leave a comment