“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დეხეამ MUTV-სთან მიცემულ ინტერვიუში წლევანდელ სეზონზე ისაუბრა და განაცხადა:
“ვიცით, რომ ეს სეზონი რთული იყო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფანებისთვის და ჩვენი სიამაყისთვის შევეცდებით, რომ დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ. მინდა მოვიგოთ გულშემატკივრებისთვის, რადგან ისინი გასაოცარნი იყვნენ მთელი ამ სეზონის განმავლობაში. ჩვენთვის ცუდი სეზონი იყო, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ვამაყობ ჩემი სეზონით. ზაფხულში ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ჩემ ადგილს დავბრუნებოდი და შედეგსაც მივაღწიე. ამ სეზონში თანმიმდევრულად ვითამაშე და გუნდს ძალიან დავეხმარე. შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. ” – განაცხადა დავიდ დეხეამ.
მართლაც 31 წლის მეკარესთვის ეს სეზონი ერთ-ერთი გამორჩეულია თავის კარიერაში. ამას ისიც მიგვანიშნებს, რომ მის ანგარიშზე ამ პრემიერ-ლიგურ სეზონზე 125 მოგერიებული ბურთია. ასევე, ესპანელი მეკარე წელს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ნომინირებულია სერ ბასბის კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე. ეს ტიტული მას “წითლების” რიგებში 4-ჯერ აქვს მოგებული, მათ შორის სამი ზედიზედ (2014-16 წლებში).