სამუელ ლუკჰერსტის თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს ხელფასები 25 %-ით ავტომატურად შეუმცირდათ მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.
როგორც წყარო სძენს, ანაზღაურების შემცირებამ აღაშფოთა პორტუგალიელი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოლდ ტრაფორდის დატოვების სურვილისა სწორედ ეს იყო.
37 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში კვირაში 480 000 ფუნტს შოულობდა, ევროპის ყველა პრესტიჟულ ტურნირზე გამოვარდნით კი ხელფასი 25 %-ით შემცირდა და კრიშტიანუს ანაზღაურება კვირაში 360 000 ფუნტ სტერლიგამდე ჩამოვიდა.
გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზაზე აქტივობის ნაკლებობამ გადააწყვეტინა სუპერვარსკვლავს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “წითლების” რიგების დატოვებაზე ეფიქრა.