დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, როგორ მიიღო ცნობილი წითელი ბარათი ინგლისის ნაკრებში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
იმ თამაშში დიეგო სიმეონემ ბექჰემი წააქცია და გაზონზე მწოლიარე დევიდმა არგენტინელს ფეხი მოსდო შემთხვევით. ამ გაძევების შემდეგ მატჩი პენალტებში არგენტინელებმა მოიგეს, ბექჰემს კი ინგლისელი გულშემატკივრები დიდხანს ლანძღავდნენ:
“იმ სეზონში ყველა თამაში საშინელი იყო, გარდა საშინაო თამაშებისა “ოლდ ტრაფორდზე”. ნებისმიერ ადგილზე სადაც მივდიოდი ხალხმრვალ ადგილებში ყოველ ჯერზე როცა მანქანის ავზს ვავსებდი ბენზინგასამართ სადგურზე, შეურაცხყოფის დოზებს ვიღებდი ხალხისგან. “იუნაიტედის” გულშემატკივრები დამეხმარნენ მომდევნო სეზონში რომ ეს სტრესი გადამეტანა. პირველ მატჩში არ ვიცოდი როგორი რეაქცია მელოდა ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ როდესაც ბურთდან მივიდე კუთხურის ჩამოსაწოდებლად, დავინახე როგორ ადგა მთელი ტრიბუნა და ჩემი გამხნევება დაიწყო ეს იყო დაუვიწყარი მომენტი და დიდი სტიმულის მომცემი, იუნაიტედის გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესო არიან.
ასე გააგრძელა გულშემატკივრებმა მთელი სეზონის მანძილზე ჩემი გამხნევება. როცა ჩემს კარიერას ვუყურებ და წარუმატებლობას განვიხილავ და ვიხსენებ, ვისურვებდი რომ ეს არასოდეს მომხდარიყო. მაგრამ რომ არა ეს მომენტი შესაძლოა ჩემი კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო და მე არ გავხდებოდი ისეთი ძლიერი როგორიც გავხდი ამ ინციდენტის შემდეგ, ასე რომ, მე წავმართე ჩემი საქმეები პოზიტიური მიმართულებით გულშემატკივრების დახმარებით, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ისეთი რამ, რაც უკეთესი იქნებოდა რომ არ მომხდარიყო არასოდეს.”