დევიდ ბექჰემმა კურიოზული ისტორია გაიხსენა

“ერთხელ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს ქედის ვარცხნილობა გავიკეთე. ვიცოდი ეს სერ ალექსს არ მოეწონებოდა და ვარჯიშებზე და სასადილოში ქუდს ვატარებდი რომ არ დაენახა. თამაშის დღეს კი ქუდის მოხსნა მომიწია გასახურებლად რომ გავდიოდი და სწორედ მაშინ დამინახა ფერგიუსონმაც. დამიძახა და მითხრა რომ სასწრაფოდ გადამეპარსა. მე გამეცინა, მაგრამ როდესაც სახეზე შევხედე მივხვდი რომ არ ხუმრობდა და თან კიდევ მითხრა: სერიოზულად გეუბნები ეხლავე გადი და გადაიპარსე თავი. ასე რომ მომიწია უემბლის სააბაზანოში ჩასვლა და თავის გადაპარსვა.”

დევიდ ბექჰემი

Leave a comment