პრემიერ-ლიგის 2021/22 წლების სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედმა” მე-6 ადგილზე დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩი კრისტალ-პალასთან გუნდმა წააგო ანგარიშით 1-0.
“წითელმა ეშმაკებმა” მოიპოვეს ევროპა ლიგის საგზური, თუმცა პრემიერ-ლიგაში ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო VAR-ის გარეშე. ESPN-ის ცნობით, ვიდეო მსაჯმა ინგლისურ გრანდს ამ სეზონში ორი ქულა მოუპოვა, რაც სრულიად საკმარისი იყო ევროპა ლიგაზე გასასვლელად.
რომ არა ეს სისტემა ინგლისის ჩემპიონატში, “წითლები” ამ სეზონს მე-8 ადგილზე დაასრულებდნენ.