“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელები დილის 9 საათზე დაიბარა, აცხადებს ბრიტანული წყარო MEN-ი.
ნიდერლანდელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელი დილის 9 საათზე კარინკტონზე გამოცხადდეს. ამით 52 წლის სპეციალისტი კლუბში დისციპლინის დამყარებას ცდილობს.
ოლე გუნარ სულშერის დროს, “იუნაიტედის” მოთამაშეებს უფლება ჰქონდათ ვარჯიშზე 10 საათზე გამოცხადებულიყვნენ, რაც ბევრი საფეხბურთო ექსპერტისთვის მიუღებელი იყო და ისინი ნორვეგიელს ყოვეთვის აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილების გამო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ერიკ ტენ ჰაგი ოლდ ტრაფორდზე “აიაქსიდან” გადმობარდგა. ნიდერლანდლურ კლუბში მწვრთნელობის პერიოდში კი მან ექვსი ტიტულის მოგება შეძლო.
![](https://manchester-united.ge/wp-content/uploads/2024/07/923b1393fdc621f5-4.webp)