თამაშის შესახებ
- ვფიქრობ, ზოგადად შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი რიგზე იყო და ბიჭებმაც კარგად იმუშავეს. თავიდან გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ბურთის კონტროლთან დაკავშირებით და ანგარიში გახდა 0:1, რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ თითქმის პირველივე შეტევაში გაიტანე როგორც კი ჩვენს საჯარიმოში შეღწევა მოახერხეს. მაგრამ შემდეგ ჩვენ ავიღეთ ინიციატივა და მაშინვე დავბრუნდით თამაშში, ვფიქრობ სამი მართლაც კარგი გოლი გავიტანეთ. პირველი იყო პენალტი ამადის კარგი მოქმედებების შემდეგ, მეორეს ასევე დავარქმევდი ძალიან კარგ გოლს, კუთხურის შემდეგ მესამე გოლიც კარგი იყო.
ამადის კონცენტრაცია
- დიახ, ამადი ძალიან კარგად თამაშობს და ჯერჯერობით სეზონის წინა მოსამზადებელი მისთვის კარგად მიდის. ხედავთ რომ ის ყოველ მომდევნო თამაშში იხვეწება. ის კარგად თამაშობს როგორც დაცვაში ასევე კონტრპრესინგში, ასევე შეტევაში, ამიტომ კმაყოფილი ვარ მისი თამაშით.
სტრუქტურის როტაცია
- ამ კვირაში ყველამ უნდა მიიღოს მეტი მატჩის პრაქტიკა, რათა გაიუმჯობესოს ფიზიკური ფიტნეს დონე. რა თქმა უნდა თამაშები უფრო რთული გახდება და ვფიქრობ შაბათს ლივერპულთან მატჩი დიდი გამოცდა იქნება. ეს ახალი სეზონისთვის მომზადების ძალიან კარგი ეტაპია.
თამაშის სტილი
- რისი მიღწევაც გვინდა არის აქტიური და ძალიან აგრესიული თამაში და ჩვენ ძალიან აგრესიული უნდა ვიყოთ და ამისთვის უნდა დავიწყოთ პრესინგი გარკვეულ წერტილებზე და ვიყოთ თანმიმდევრული. ჩვენმა ინტენსივობა ბურთზე უნდა აჩვენოს და ჩვენ გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ.
გამარჯვება კალიფორნიაში
- ძალიან კარგად და სწრაფად დავბრუნდით თამაშში და გამარჯვება მოვიპოვეთ. 1 ტაიმში ანგარიში 3:1 იყო და ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მეტის გატანა შეგვეძლო და შესვენების შემდეგაც კარგი მომენტები შექმენით. იყო თუ არა პენალტი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით მსაჯს უნდა მიენიშნებოდა 11 მეტრიანისკენ, რადგან რაშფორდი იძულებული გახდა დაეტოვებინა მოედანი.