ერიკ ტენ ჰეგი მატჩის შემდეგ:
· შედეგის შესახებ:
“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ შედეგით, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გვქონდა შანსები, მაგრამ ორჯერ უიღბლო ვიყავით. ჯერ გოლი გავუშვით, შემდეგ კი ჩვენი გოლი გააუქმეს“.
· გაამართლა თუ არა ახალმა ტაქტიკამ მოლოდინი:
„იმოქმედა თუ არა ახალმა გეგმამ? რათქმაუდნა კი. პირველი 20 წუთი ძალიან კარგი იყო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ გეგმის ერთგული, მიუხედავად გაშვებული გოლისა. ბევრი მომენტი შევქმენით. უნდა გავაანალიზოთ რა არ გამოვიდა ამ მატჩში და ვნახოთ რისი გაუმჯობესება გვჭირდება“.
· ცალკეული მოთამაშეების შესახებ:
“დიოგომ ძალიან კარგად ითამაშა, რაშფორდმა კარგი თამაში ჩაატარა, რასმუს ჰეილუნდი საფრთხე იყო მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა.”
· ჰანიბალის შესახებ:
„ჰანიბალმა გააკეთა ის, რასაც ველოდით. მან გავლენა მოახდინა თამაშზე და ენერგია შეგვმატა. ”
· ოლდ ტრაფორდზე უკმაყოფილება ჰოილუნდის შეცვლის შემდეგ:
„ეს მას თავდაჯერებულობას მისცემს. ახლა ის არ არის მზად სრული მატჩებისთვის, რადგან ჩვენთან გარკვეული პრობლემებით მოვიდა“.
