პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა რონალდუს გადაწყვეტილებაზე ინგლისურ გრანდში დარჩენასთან დაკავშირებით, რაზეც 67 წლის სპეციალისტმა განაცხადა:
“ეს ბევრჯერ მითქვამს, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მანჩესტერში დარჩენა კი მისი გადაწყვეტილებაა. ეს მისი არჩევანია. რაც მე ვიცი, არის ის, რომ ცოტანი არიან ისეთი ფეხბურთელები, ვისაც ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აქვთ” – განაცხადა ფერნანდო სანტოშმა.
37 წლის ფეხბურთელი ღიად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი სურვილი აქვს, რომ დააბრუნოს “იუნაიტედი” იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამ სეზონში. მან ყველა ტურნირზე 24 გოლის გატანა მოახერხა და გახდა “წითლების” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.