“მანჩესტერ იუნაიტედს” მომდევნო სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, რომელიც გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. სანამ ის თავის სამუშაოს შეუედგება, ნიდერლანდელმა შეხვედრები გამართა სტაფის წევრებთან, სადაც სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც სანდო წყარო The Sun ციტირებს სტაფის წევრებს ერთი მოთხოვნა აქვთ. მათ სურთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა მარკუს რეშოფრდს უფრო მეტი სათამაშო დროს მისცეს და დაეხმაროს მას ფორმის აღდგენაში. ინგლისელ ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდის დატოვებას უკავშირებდნენ თუმცა, როგორც სჩანს ის მანჩესტერში რჩება და მომდევნო სეზონში “წითლების” ღირსებას დაიცავს.
24 წლის შემტევმა ნამდვილად ცუდი სეზონი ჩაატარა, სადაც მთელ პრემიერ-ლიგურ გათამაშებაში მხოლოდ და მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა.
