ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ზაფხულში შეიძლება “მანჩესტერ იუნაიტედი” აარონ ვან-ბისაკამ დატოვოს, რომელსაც ამ სეზონში ძირითადად სათადარიგო სკამზე უწევს ჯდომა და სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა.
თუმცა, სანდო წყაროს The Sun-ის ჟურნალისტის ალან ნიქსოსის თქმით ინგლისელ ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. მიუხედვად იმისა, რომ მას ამჟამინდელი შეთანხმება ინგლისურ გრანდთან 2024 წელს ეწურება. მაგრამ მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მიიღებს, რომელიც კლუბს რამდენიმე დღეში ოფიციალურად ჩაიბარებს.
24 წლის ფეხბურთელს ხშირად უკავშირებენ თავის ყოფილ გუნდს “კრისტალ პალასს” , რომელთაც სურთ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა, თუმცა მთავარი პრობლემა მისი ხელფასია. ააარონი “იუნაიტედში” კვირაში 90 000 ფუნტს გამოიმუშავებს, რაც “არწივებში” ორი ფეხბურთელის ვილფრედ ზაჰასა და კრისტიან ბენტეკეს მიერ გამომუშავებულ თანხაზე ოდნავ მეტია. ვნახოთ, როგორ განვითადება მოვლენები და სად ვიხილავთ მომავალ სეზონში ფეხბურთელს.