“ვერ ვხედავ გუნდურ სულისკვეთებას” – იორკი გუნდის პრობლემებზე საუბრობს

უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, დუაიტ იორკმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა:
“ამჟამინდელი მანჩესტერი საერთოდ არ არის ისეთი გუნდი, რომელშიც მე ვთამაშობდი. იუნაიტედმა ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ამჟამად ისინი სიტისგან და ლივერპულისგან ძალიან შორს არიან.
აშკარაა, რომ გუნდის პრობლემები ისახება არამარტო ხელმძღვანელობაზე, არამედ გასახდელში და მოედანზეც. ვერ ვხედავ გუნდურ სულისკვეთებას, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს უნდა ჰქონდეს. ეს არის პირველი, რაც სამწვრთნელო შტაბმა უნდა შეცვალოს.“ – განაცხადა იორკმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი იყო 1998-2002 წლებში.

Leave a comment