რიო ფერდინანდთან საუბარში ნემანია ვიდიჩმა სპარტაკიდან გადასვლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის პირველ ვარჯიშებზე ისაუბრა:„მახსოვს ჩემი პირველი ვარჯიშები, ვითამაშე გიგზის, საას, რუნის და კრიშტიანოს წინააღმდეგ. გულში ვამბობდი: “ვაი”. სერიოზულად? ეს კოშმარი იყო. მთელი ვარჯიშის განმავლობაში მათ ვურტყამდი ფეხებში – არა იმიტომ რომ მინდოდა, არამედ იმიტომ რომ მათთან მიახლოებას ვერ ვასწრებდი, ძალიან ჩქარები იყვნენ, მახსოვს სამი ვარჯიშის შემდეგ გიგზასთან ვიჩხუბე, მან უკვე გაბრაზება დაიწყო და მითხრა: “პასი მოგვეცი”, “უფრო სწრაფად უნდა ითამაშო”. მე კი ვიფიქრე: რა პასი? უკვე განძრევაც არ შემიძლია“.