იორო და ჰოილუნდი დიდი ხნით გამოეთიშა ფეხბურთს

ფაბრიციო რომანო წერს რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ოფიციალურად დაადასტურა რომ ლენი იორო სამი თვით და რასმუს ჰოილუნი ექვსი კვირით იქნება ლაზარეთში.

ამას ადასტურებს ინგლისური მედიის უმეტესობა და აკონკრეტებენ რომ იოროს აქვს ფეხის მეტატარსალური ძვლის საეჭვო მოტეხილობა, ხოლო ჰოილუნს აქვს ბარძაყის დაჭიმვა.

ორივე ფეხბურთელი არსენალთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა.

Leave a comment