“მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია “ლივერპულის” ყოფილი სპორტული დირექტორის, მაიკლ ედვარდსის მოყვანით, იტყობინება Dailly Maill-ი.
თუმცა, ინგლისურ გრანდს კონკურენტის სახით “ჩელსი” გამოუჩნდა, რომელსაც ასევე სურს 42 წლის სპეციალისტის გადაბირება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ედვარდსი “ლივერპულის” სპორტული დირექტორი იყო გასულ წლებში. სწორედ მის სახელს უკავშირდება ტიაგო ალკანტარას, ენდი რობერტსონის, ფაბინიოს, სადიონ მანეს და მო სალაჰის ტრანსფერი ენფილდზე.
ჯერ კიდევ გასარკვევია, დაინტერსებულია თუ არა ინგლისელი ოლდ ტრაფორდზე მუშაობით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა მაიკლს სპორტული დირექტორის პოსტზე მომდევნო სეზონში.