“იუნაიტედი” კიდევ ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელით ინტერესდება – ვინ არის ინგლისური გრანდის რჩეული?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის ქვეშ ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელი დენზელ დუმფრისი მოექცა, აცხადებს ცნობილი წყარო Goal.com-ი. 
ერიკ ტენ ჰაგი მისი სტილის ფეხბურთელების ძიებაშია, ამიტომ 26 წლის მცველი “წითელი ეშმაკებისთვის” იდეალური ვარიანტია.
ინგლისურ გრანდში აარონ ვან-ბისაკას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხოლო ნიდერლანდელი მეორე მარჯვენა-მცველის, დიეგუ დალოს კლუბიდან გაშვებას არ გეგმავს.
გასულ სეზონში დუმფრისმა  “ინტერის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a comment