კაზემირო: “ჩემი ნამდვილი სახელი კარლოს ენრიკე კაზიმიროა და არა კაზემირო.
“საო პაოლოს” რიგებში თამაშის დროს კლუბმა მაისურზე სახელი შეცდომით ე ასოთი დაწერა და კაზემირო გამოვიდა.
იმ მატჩში ძალიან კარგად ვითამაშე და რადგანაც ცრუმორწმუნე ვარ, ვუთხარი, არ შეესწორებინათ და ასე დაეტოვებინათ. ასე შემრჩა ეს სახელი. სინამდვილეში კი ჩემი სრული სახელი კარლოს ენრიკე კაზიმიროა, კაზემირო კი ერთი მატჩის შეცდომის შედეგია”