მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბაიერნი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებით იყო დაინტერესებული და კლუბი მზად იყო მისთვის სასურველი შეთავაზება გაეკეთებინა.
თუმცა, ეს ჭორები უარყო გერმანული გრანდის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჩმა და განაცხადა:
“კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს შთამბეჭდავი კარიერა. თუმცა, ჭორები მისი ბაიერნში გადასვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.” – განაცხადა “რეკორდმაისტერის” სპორტულმა დირექტორმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 37 წლის ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს (2023 წ) და დიდია იმის ალბათობა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს ოლდ ტრაფორდზე დარჩეს.
