დადასტურებულია, რომ ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს. ის კლუბიდან ოფიციალურად 30 ივნისს წავა, როდესაც კონტრაქტი ამოეწურება.
ბრუნო ფერნანდეში კი 34 წლის ფეხბურთელის ოლდ ტრაფორდიდან წასვლას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განაცხადა:
“ჩემთვის სიამოვნება იყო შენთან ერთად თამაში. მინდა მომავალში საუკეთესო გისურვო, რადგან საუკეთესოს გარდა არაფერს იმსახურებ. ეს არის გამოსამშვიდობებელი წერილი, მაგრამ შენ იცი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დაბრუნდე და მეგობრებთან ერთად კაპუჩინო და კრუასანი მიირთვა. ლეგენა, ჯადოქარი, მენდორი .” – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა
ჯერჯერობით უცნობია მატას მომავალი, თუმცა მას კარიერის გაგრძელებას სამშობლოში უწინასწარმეტყველებენ. კერძოდ დიდია ინტერესი “რეალს სოსიედადისა” და “ესპანიოლის” მხრიდან.