“მანჩესტერი აუცილებლად დაბრუნდება” – ნემანია მატიჩი გულშემატკივრებს ემშვიდობება

სეზონის ბოლოს კლუბს ნემანია მატიჩი დატოვებს. სერბმა ბოლო ინტერვიუ ჩაწერა გუნდის ოფიციალურ გვერდთან MUTV-სთან, სადაც განაცხადა:
“მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ მოედანზე ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. მანჩესტერ იუნაიტედი აუცილებლად დაბრუნდება, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი დაბრუნდება. განაგრძეთ გუნდის მხარდაჭერა.”  – განაცხადა ნემანია მატიჩმა
33 წლის ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე 2017 წელს გადმოვიდა, როდესაც კლუბის თავკაცი ჯოზე მოურინიო იყო. ვეტერანი ნახევარმცველი კი “იუნაიტედის” მაისურით ბოლო შეხვედრას 22 მაისს “კრისტან პალასის” წინააღმდეგ გამართავს.

Leave a comment