“მანჩესტერი” და “არსენალი” ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან – ვინ არის ინგლისური გრანდების რჩეული?

პორტუგალიაში გავრცელებული უახლოესი ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” 22 წლის ნახევარმცველის ვიტანიას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
ინგლისური გრანდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ “პორტუს” 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო “მეთოფეები” პორტუგალიელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიან.
ნახევარმცველს პრემიერ-ლიგაში თამაში სურს , თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გაეცნობა პირობებს, რასაც დაინტერესებული კლუბები მას სთავაზობენ და შემდეგ გადაწყვეტს თუ სად გააგრძელებს კარიერას.
გასულ სეზონში ვიტანიამ 30 მატჩი ჩაატარა “პორტუს” მაისურით, სადაც 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა.

Leave a comment