“მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე წინადადებას ამზადებს “ბარსელონასთვის” დე იონგის თაობაზე, იტყობინება The Guardian-ი.
როგორც წყარო სძენს, “წითელი ეშმაკები” ესპანურ გრანდს 70 მილიონს ფუნტს + 10 მილიონს ბონუსების სახით შესთავაზებენ.
ერიკ ტენ ჰაგი და მისი სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ “ბლაუგრანა” ამ წინადადებაზე დათანხმდება მათი ფინანსური პრობლემების გამო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “ბარსელონამ” პირველი შეთავაზება 65 მილიონს + ბონუსები დაბლოკა და დაინტერესებულ მხარეს განუცხადა, რომ თავის ერთ-ერთ ლიდერს 85 მილიონად შეელევა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა ნიდერლანდელს მომდევნო სეზონში ოლდ ტრაფორდზე.
