“მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” “რივერ პლეიტის” ფეხბურთელის ენცო ფერნანდეშის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, როგორც ამას სამხრეთ ამერიკული წყარო Clarin ციტირებს.
“წითელი ეშმაკები” მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადონ, როდესაც ზაფხულის სატრასფერო ფანჯარა გაიხსნება. თუმცა, ენცოს დამატება უფრო მარტივი შეიძლება თანაქალაქელ “მანჩესტერ სიტისთვის” გახდეს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა აქვს სამხრეთ-ამერიკულ კლუბთან, საიდანაც უკვე გამოისყიდეს ხულიან ალვარესი, რომელიც ზაფხულში ინგლისურ გუნდს შეურთდება.
“რივერ პლეიტის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ენცო ფერნანდეშმა ამ სეზონში 18 მატჩში რვა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა მიიწერა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ახალგაზრდა ფეხბურთელს.