მანჩესტერული დერბის შემდეგ პეპ გვარდიოლმა ინტერვიუ გააკეთა

სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის შედეგები ინტერვიუ. 

 „ახლა სხვადასხვა მიზეზის გამო გვაქვს პრობლემები, ძირითადად რა თქმა უნდა მარცხების სერიების გამო.  მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და არ მივეცით მეტოქეს არანაირი შანსი რაიმე ღირებული გაეკეთებინათ ჩვენს საჯარიმოში , გარდა ბრუნო ფერნანდეშის 1 მომენტისა“, – განაცხადა გვარდიოლამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

 “კარგი ისინი ცოტა უკეთესები იყვნენ და პირველ ტაიმში მეტი ბურთის ფლობა ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი აჩვენეს, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გავუშვით რამდენიმე წუთში და ყველაფერი ძალიან გართულდა.  ჰო, ასე მოხდა, სხვა რა ვთქვა?  საუბარი არ არის იმაზე თუ როგორ მოიქცა ჩვენი ერთ-ერთი მოთამაშე, უბრალოდ, ეს რთული სეზონია და ის კვლავაც რთული იქნება.

 ”მე ვარ უფროსი, მე ვარ მენეჯერი, უნდა ვიპოვო გადაწყვეტილებები, მაგრამ მე მათ ვერ ვპოულობ.  ეს დიდი კლუბია და როცა 11 მატჩიდან 8 მატჩს წააგებ, რაღაც არასწორედ ხდება.  შეგიძლიათ ისაუბროთ რთულ გრაფიკზე ან ფეხბურთელის ტრავმებზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

 ”მე მენეჯერი ვარ და არ ვარ საკმარისად კარგი, ეს მარტივია.  მე ვერ ვუმკლავდები, ეს მართალია. ”

Leave a comment