“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის ამ ზაფხულს ბრენდონ ვილიამს შეელიოს, როგორც ამას სანდო წყარო Manchester Evening News ციტირებს.
გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განუცხადა ფეხბურთელს, რომ ის რეგულარულ სათამაშო დროს ვერ მიიღებს მომდევნო სეზონში, ამიტომ ინგლისელს არ სურს ოლდ ტრაფორდზე ასეთ პოზიციაზე დარჩენა და კლუბის დატოვებას ამჯობინებს.
21 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონი “ნორვიჩ სიტიში” იჯარით გაატარა და 26 მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება. შეგახსენებთ იმასაც, რომ მარცხენა-მცველს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.