“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფრენკი დე იონგს ულტიმატუმი წაუყენა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფრენკი დე იონგს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით, როგორც ამას წყარო Diario Sport იტყობინება. 
ნიდერლანდელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მიუხედავად ინგლისურ გრანდს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. თავად ნახევარმცველს კი “ბარსელონაში” დარჩენა სურს. თუმცა, ესპანურ გრანდს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ და ერთ-ერთი შეიძლება 25 წლის ფეხბურთელი აღმოჩნდეს. 
ფრენკის ოლდ ტრაფორდზე ხილვა “წითლების” ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა თანამემამულე ინგლისში გადმოსვლაზე დაითანხმოს.

Leave a comment