მარკუს რაშფორდი შეიძლება გუნდში დააბრუნონ

BBC Sport-ის ჟურნალისტი საიმონ სტოუნი წერს, რომ მარკუს რაშფორდი მზად არის კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.

“ბრაიტონთან” დამარცხების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა რაშფორდის მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: „ეს მისი არჩევანია“. ჟურნალისტებმა ეს ისე გაიგეს, თითქოს რაშფორდი თავად უარს ამბობდა თამაშებზე. თუმცა, კლუბთან დაკავშირებული წყაროები ამბობენ, რომ ამორიმის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული. სინამდვილეში ის მიანიშნებდა, რომ ფეხბურთელის მომავალი თავად მარკუსზეა დამოკიდებული.

წყაროების თანახმად, რაშფორდს “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში სურს და მას მწვრთნელთან სერიოზული უთანხმოება არ აქვს. ის მზად არის მოედანზე დაბრუნდეს, როგორც კი ამორიმი გადაწყვეტილებას მიიღებს და ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს.

ამ დროისთვის უცნობია, აგრძელებს თუ არა რაშფორდი ვარჯიშს გუნდთან ერთად. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია გამოჩნდება მომდევნო კვირაში, “რეინჯერსთან” მატჩის წინ გახსნილ ვარჯიშზე.

, სავარაუდოდ, გაირკვევა მომდევნო კვირაში, “რეინჯერსთან” მატჩის წინ გახსნილ ვარჯიშზე.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს რაშფორდი “იუნაიტედის” შემადგენლობაში წარმატებით დაბრუნებას?

Leave a comment