“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, გარი ნევილმა პოლ პოგბას მიერ “მანჩესტერ იუნაიტედის” კრიტიკას უპასუხა.
“სიმართლე გითხრათ, მისი ეს კომენტარები საერთოდ არ მაღელვებს. ვფიქრობ, წასვლის შემდეგ ფეხბურთელს შეუძლია ილაპარაკოს ის, რაც უნდა. არამგონია, რომ მან გუნდში გატარებულ ექვს წელიწადში წარმატებას მიაღწია. ეს ტრანსფერი ორივე მხრიდან ჩავარდნაა. ამ შემთხვევაში ფეხბურთელიც უკმაყოფილოა და კლუბიც” – განაცხადა გარი ნევილმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა.