“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა და განაცხადა:
“კრიშტიანუ რონალდუს სიტუაცია? მე მას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე, ასე რომ ველოდები, რომ მას წინასასეზონო ვარჯიშების დროს შევხვდები. არ ვფიქრობ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს სურდეს ისეთი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა როგორიც კრიშტიანუა” – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.
ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი იწერება 37 წლის ფეხბურთელის “იუნაიტედიდან” წასვლის შესახებ. თუმცა, როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ პორტუგალიელი არსად მიდის და ის ოლდ ტრაფორდზე კიდევ ერთ სეზონით დარჩება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რონალდუს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.