“აიაქსის” ფეხბურთელმა ენტონიმ თავის ყოფილ მწვრთნელს ახალი კლუბის თავკაცობა მიულოცა და წარმატებები უსურვა:
“მინდა გისურვო ყველაფერი საუკეთესო შენს ახალ კლუბში. მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც მასწავლეთ, მადლობელი ვარ ყველა შესაძლებლობისთვის და ყოველი დღისთვის. იცოდე, რომ მე ყოველთვის შენთან ვიქნები, თუ დაგჭირდები” – განაცხადა ენტონიმ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ინგილისური გრანდი ეცდება მის გადაბირებას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ედინსონ კავანი დატოვებს, ხოლო მეისონ გრინვუდის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.