თავის პირველ პრესკონფერენციაზე ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ-ლიგაში “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” დომინირებაზე ისაუბრა და განაცხადა:
“ამ მომენტში ორივეთი აღფრთოვანებული ვარ. ისინი მართლაც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ, როგორც ლივერპული, ისე მანჩესტერ სიტი. მაგრამ თქვენ ყოველთვის ხედავთ, რომ ეპოქა შეიძლება დასრულდეს და მე მოუთმენლად ველი მათთან დაპირისპირებას. დარწმუნებული ვარ პრემიერ-ლიგის ყველა კლუბს სურს ამის გაკეთება” – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
“მანჩესტერ სიტიმ” და “ლივერპულმა” 2021/22 წლების სეზონი “წითელ ეშმაკებზე” მაღლა დაასრულეს და ისინი ინგლისურ გრანდს სატურნირო ცხრილში 34-35 ქულით უსწრებდნენ. ერიკ ტენ ჰაგს კი წინ რთული სამუშაო ელის, რათა დააბრუნოს ისეთი “იუნაიტედი”, როგორიც წლებში იყო.