მოულოდნელი ინფორმაცია! – “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი “ფულემში” ითამაშებს?

ბრაზილიელი ჟურნალისტის მარსელო ჰაზანის თქმით, “ფულემი”  “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა ანდრეა პერეირას დამატებასთან დაკავშირებით.
როგორც წყარო ციტირებს, პრემიერ-ლიგაში ახლად დაბრუნებული გუნდი მზად არის ინგლისურ გრანდს ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო + 3 მილიონი ბონუსები შესთავაზოს.
26 წლის ფეხბურთელს იჯარა “ფლამენგოში” 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით ამის შემდეგ, იგი “ფულემის” რიგებს შეუერთდება.
პერეირამ გასულ სეზონში ბრაზილიური კლუბის რიგებში სულ 13 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიატანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a comment