ენტონის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა “აიაქსის” ახალმა მწვრთნელმა, ალფრედ შროიდერმა და განაცხადა:
“ჩვენ გვინდა, რომ ენტონი შევინარჩუნოთ. მე მინდა მასთან მუშაობა და კლუბმა ეს იცის” – განაცხადა ნიდერლანდელმა.
თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თავად ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში სურს და ამისთვის კლუბსაც სთხოვა, რომ მოესმინა ის შემოთავაზებები, რაც ინგლისურმა გრანდმა “აიაქსს” გაუკეთა.
22 წლის ბრაზილიელის ხილვა ოლდ ტრაფორდზე ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის პირადი მოთხოვნაა. მაგრამ ტრანსფერი შეიძლება ვერ განხორციელდეს იმ სატრანსფერო ფასის გამო, რაც ნიდერლანდულმა კლუბმა ენტონის დაადო (80 მილიონი ევრო).